01 ივლ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბრეტ რობინსონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან მრავალწლიან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაც ადასტურებს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა დაუდასტურა.
„აღინიშნა, რომ რაგბი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტის სახეობაა და მისი შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო დონის სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაფინანსების მუდმივი ზრდა კი ქართული რაგბის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ისახავს მიზნად.
შეხვედრას დაესწრნენ რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დევიდ ქარიგი, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.