01 ივლ 2026
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართა. მან მათი 10-წლიანი საქმიანობის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა ამალ ბაჰადურმა.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებრივი მედლებით — „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ — სკოლის თანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.