საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

02 ივლ 2026

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2016 წლისთვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.