ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

02 ივლ 2026

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

„მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.