02 ივლ 2026
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.
„ძვირფასო აბიტურიენტებო,
დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ამ დღემდე დიდი შრომით, მონდომებითა და მიზანდასახულობით მოხვედით და ახლა გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინოთ.
გჯეროდეთ საკუთარი თავის, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერება. სწორედ ეს დაგეხმარებათ გაწეული შრომის ღირსეულ შედეგად გარდაქმნაში.
ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს გეკუთვნით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ღირსეული თანამონაწილე იქნებით.
გისურვებთ წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას. გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ. ესაა თითოეული ქართველის მისია“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.