შეხვედრა უზბეკეთის IT პარკის აღმასრულებელ დირექტორსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელს შორის

03 ივლ 2026

უზბეკეთის რესპუბლიკის IT პარკის აღმასრულებელ დირექტორს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა.

უწყების ინფორმაციით,  მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები სტარტაპ-ეკოსისტემის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მიმართულებით.  

შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უზბეკეთის  პროგრამული უზრუნველყოფისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პარკის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, ორ ქვეყანას შორის ინოვაციური ეკოსისტემების დაკავშირებას, სტარტაპების ორმხრივ თანამშრომლობასა და საერთაშორისო გაფართოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.