ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია

03 ივლ 2026

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმართვას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვინაიდან ცხელ სეზონზე  ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. მათი განმარტებით, ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება.

რაც შეეხება ჩვილებს, 2 თვემდე ასაკის პატარებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის დაშვებული. ეპიდემიოლოგები ასევე ურჩევენ მოსახლეობას, მოერიდონ ტყიან და მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებს.

სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, ტკიპის მოშორების შემდეგ, აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება. 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს.