საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

03 ივლ 2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტს მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პუროჰამადი დახვდა.

აეროპორტის დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზენდტ მასუდ ფეზეშქიანთან.

საქარველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო.

„შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში