03 ივლ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოს ანტიდოპინგური სისტემის გაძლიერების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო: საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს შექმნას, სააგენტოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, სპორტულ სკოლებში, ფედერაციებსა და ოლიმპიურ პროგრამებში ანტიდოპინგური განათლების ინტეგრირებას, ამ მიმართულებით სპორტსმენების, მწვრთნელებისა და დამხმარე პერსონალის ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული ტესტირების პროგრამის გაძლიერებას, საქართველოში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ანტიდოპინგურ მხარდაჭერას.