უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი

03 ივლ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას. უზბეკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო, შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევების ფონზე, უზბეკეთის რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.  

დღესვე გაიმართა პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უზბეკეთის პრეზიდენტის შორის.