03 ივლ 2026
პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტის განცხადება და ის ქარდები, სადაც მოხსენიებულია საქართველო თურქეთთან ერთად, როგორც კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ხელიდან უშვებს.
განცხადების მიხედვით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესია, ანგარიშის ავტორის, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, ევროკავშირი უნდა გადავიდეს სანქციების დაწესებაზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მისი მტკიცებით, პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რეპრესიებსა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე.
განცხადებაში საუბარია თურქეთზეც და აღნიშნულია, რომ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ხელიდან უშვებს დემოკრატიული რეფორმების არარსებობის გამო.
ევროპარლამენტის განცხადება 17 ივნისით თარიღდება და ევროპარლამენტმა სოციალურ ქსელებში გააზიარა.