ერთიანი ეროვნული გამოცდები

03 ივლ 2026

ეროვნული გამოცდები დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა. ამ წუთებში მეორე სესია მიმდინარეობს, მანამდე კი დილით პირველ სესიაზე აბიტურიენტების 95 პროცენტი გამოცხადდა. ქვეყნის  მასშტაბით  დღეს პირველ სესიაზე  სამმა გამოსაცდელმა დააგვიანა.

აბიტურიენტების შეფასებით ტესტი საშუალო სირთულის იყო, მათ დავალების შესასრულებლად სამი საათი ჰქონდათ. აჭარაში წელს 4 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან სამი ბათუმში, ერთი კი მაღალმთიან აჭარაშია.

რეგიონის საგამოცდო ცენტრებში 4500-მდე აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდებს. 

ქვეყნის  მასშტაბით კი  43 ათასზე მეტია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.