03 ივლ 2026
ბსუ-ში საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კვლევითი პროექტის კავკასიური ენების ქსელი საქართველოში ფარგლებში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს, პროფესორებსა და მკვლევრებს მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან და წარმოადგენს კავკასიური ენების კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებას.
პროექტი აერთიანებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და აზიის 10 პარტნიორ კვლევით ინსტიტუციასა და დაახლოებით 35 მკვლევარს, რომლებიც სპეციალიზდებიან კავკასიური ენების კვლევაში. ქსელში ჩართულნი არიან ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა ქართული სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები.
საზაფხულო სკოლა 17 ივლისამდე გაგრძელდება.