„ფორმადქცეული ქიმია“ - ძმები ნობელების მუზეუმში თიხისგან დამზადებული ნაკეთობები წარადგინეს

03 ივლ 2026

ფორმადქცეული ქიმია“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ძმები ნობელების მუზეუმში თიხისგან დამზადებული ნაკეთობები წარადგინეს.

პროექტების კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდები აჭარა-გურიის რეგიონებსა და ქსნის ხეობაში მოპოვებული თიხის კვლევასა და თიხის დამუშავების ტექნოლოგიას ეუფლებოდნენ. 

კვლევამ ხელი შეუწყო ადგილობრივი თიხის რესურსების მიზნობრივ და ეფექტურ გამოყენებას, ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებასა და კერამიკული ხელოვნების განვითარებას.