აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

03 ივლ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ზურაბ პატარაძე დღეს ბურსის პროვინციის გუბერნატორს, ეროლ აილდიზს შეხვდა.

შეხვედრაზე ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის მხარეს საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბურსის რეგიონთან ინტენსიური თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა გაგრძელდეს.

შეხვედრას თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდიაც ესწრებოდა. ბურსა მუჰაჯირების შთამომავლებით დასახლებული რეგიონია, სადაც არაერთი ქართული კულტურის ასოციაცია მოქმედებს.