03 ივლ 2026
23 წლის შემდეგ უზბეკეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში - შავკატ მირზიოევის ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტი ოფიციალურად დღეს დასრულდა. დღეს სტუმარს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა.
შეხვედრა შედგა პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატშიც. შეხვედრისას ორი ქვეყნის ლიდერმა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს და უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.