აჭარაში ლურჯი მოცვის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია

03 ივლ 2026

აჭარაში ლურჯი მოცვის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. პლანტაციებში მოსავლის აღება და რეალიზაცია პარალელურად მიმდინარეობს.

ფერმერები აცხადებენ, რომ წელს როგორც ხარისხი, ისე მოსავლის რაოდენობაც გაზრდილია, რამაც ბაზარზე ფასების ცვლილებაც გამოიწვია. ამ ფონზე, მათივე თქმით, რეალიზაცია ეტაპობრივად ხდება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაც გრძელდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 16-ჰექტარიან პლანტაციას, სადაც ათობით ადამიანია დასაქმებული როდამ ოქროპირიძე უძღვება. მისი თქმით, სეზონი სტაბილური ტემპით მიმდინარეობს და დარგის პოტენციალიც მზარდია.