ჯასთინ გეიჯი ოვალურ კაბინეტში გამარჯვების აღსანიშნავად მოვიდა - მან დაამარცხა კიდევ ერთი ჭეშმარიტად დიდი მებრძოლი, რომელსაც აქამდე არასდროს წაუგია - დონალდ ტრამპი

04 ივლ 2026

ჯასთინ გეიჯი ოვალურ კაბინეტში გამარჯვების აღსანიშნავად მოვიდა, როდესაც მან დაამარცხა კიდევ ერთი ჭეშმარიტად დიდი მებრძოლი, რომელსაც აქამდე არასდროს წაუგია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჯასტინ გეიჯი ოვალურ კაბინეტში მოვიდა, რათა მშობლებთან ერთად აღენიშნა ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვება. ეს იყო ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბრძოლა, და რა ბრძოლა იყო! დიდი პატივი იყო ჩემპიონის ნახვა – მან დაამარცხა კიდევ ერთი ჭეშმარიტად დიდი მებრძოლი, რომელსაც აქამდე არასდროს წაუგია“, – აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.