04 ივლ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბურსაში, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის - ,,ჩვენებურების“ გალა-კონცერტს დაესწრო.
წელს ფესტივალი ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“ 2001 წლიდან იმართება და წლების განმავლობაში მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ფესტივალი თურქეთში მცხოვრები ქართველების მიერ შემონახული ფოლკლორული ტრადიციების პოპულარიზაციას, ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებას და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცებას ემსახურება. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, აჭარის და აფხაზეთის მთავრობების და უმაღლესი საბჭოს წევრები და მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.