04 ივლ 2026
გრაფიკული დიზაინის შემსწავლელი საკვირაო სკოლა დასრულდა. ხელვაჩაურის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში პროექტის მონაწილეები დააჯილდოვეს.
საკვირაო სკოლის პროექტში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 15 ახალგაზრდა მონაწილეობდა, გრაფიკული დიზაინის შემსწავლელი კურსი ორი კვირა გაგრძელდა.
პროექტის მიზანი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათთვის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობაა.