04 ივლ 2026
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი ,,მე არსად წავსულვარ" წარადგინა.
სპექტაკლი აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება და გადმოსცემს იმ თაობის სევდას, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა ის მათი გენეტიკური მეხსიერების ნაწილია. სპექტაკლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შერიგებისა და დაკარგული კავშირის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
პრემიერას აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ,,მე არსად წავსულვარ"