04 ივლ 2026
ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 8 დღის შემდეგ მაშველებმა ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციას, რომელსაც სპეციალები „სასწაულს“ უწოდებენ, 70 საათს გრძელდებოდა. გადარჩენილი კაცი, ლა-გუაირაში ჩამონგრეული სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის დაახლოებიტ 9 მეტრიანი ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ჰერნან ხილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სანაპირო ქალაქი ლა-გუაირა, სადაც ჰერნან ხილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ორი ძლიერი მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს შორისაა. ქალაქში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.