04 ივლ 2026
რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე მასშტაბურ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ სუმში დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მართული ავიაბომბი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ჩამოაგდეს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა 5 ადამიანი გამოიყვანეს. თავდასხმის შედეგად სულ 27 ადამიანი დაშავდა.