რუსული მედია - უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ „ლუკოილის“ ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

04 ივლ 2026

უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ „ლუკოილის“ ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა - ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქარხაანამ მუშაობა 2 ივლისს განხორციელებული დარტყმების შემდეგ შეაჩერა. ქარხანა „ნორსი“, რუსეთში სიმძლავრით მე-4, ხოლოდ ბენზინის წარმოებით მე-2 ადგილს იკავებს. მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია პირველადი გადამუშავების მთავარი დანადგარი.