ქართული ანიმაცია ანესის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებით წარდგა

04 ივლ 2026

ქართული ანიმაცია ანესის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებით წარდგა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საფრანგეთში, ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და MIFA-ს ბაზრობაზე, ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდითა და რამდენიმე პროექტით მონაწილეობდა.

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, მამუკა ბლიაძის განცხადებით, 2026 წლის ფესტივალი ქართული ანიმაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, საქართველო წარმოდგენილი იყო სამ სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი პროექტებით.

ფესტივალის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ისიც, რომ საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრი საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, მარიამ კანდელაკი იყო. მისი შეფასებით, ქართული ანიმაციის მიმართ საერთაშორისო ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.

MIFA-ს ფარგლებში საქართველომ წარადგინა როგორც ეროვნული პროექტები, ისე სპეციალური პროგრამა „შავი ზღვის ანიმაცია“, რომელიც საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის ახალგაზრდა ანიმატორების ნამუშევრებს აერთიანებს. უცხოელი პარტნიორების შეფასებით, ქართული ანიმაცია საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს.