სერგეი ლავროვი – აშშ-ის ისტორიის კრიტიკულ ეტაპებზე რუსეთი მუდმივად ეხმარებოდა ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას

04 ივლ 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის დამოუკიდებლობის წლისთავი მიულოცა. სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ის ისტორიის კრიტიკულ ეტაპებზე, ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლებში და სამოქალაქო ომისას, რუსეთი მუდმივად ეხმარებოდა ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას. 
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვი კვლავ ერთგული რჩება გაერო-ს ქარტიის პრინციპების, რომლითაც რუსეთმა, შეერთებულ შტატებთან და სხვა გამარჯვებულ სახელმწიფოებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ომის შემდგომ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას, რომელიც დღემდე კაცობრიობისთვის იურიდიულ და მორალურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.