აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია და საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ირანში - გამოხმაურებები

04 ივლ 2026

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია და საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ირანში - ოპოზიცია ამბობს, რომ იმ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ვიზიტი კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო აჩენს. ხელისუფლების ოპონენტები მოელიან, რომ ამ გადაწყვეწტილებით ვაშინგტონთან ურთიერთობები შესაძლოა დაიძაბოს.
მმართველი გუნდისთვის ბრალდება უსაფუძვლოა.  საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორობის გზიდან არცერთ ქვეყანასთან მიმართებით არ გადაუხვევია და არც მომავალში გადაუხვევს. კამპანია კი, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს იქ, სადაც რეგიონის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები იმყოფებიან, დაუსაბუთებელია.