აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ზაფხულის ორ თვეს ესპანეთში, მოხალისე ოჯახებში გაატარებენ

04 ივლ 2026

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ზაფხულის ორ თვეს ესპანეთში, მოხალისე ოჯახებში გაატარებენ. 
საერთაშორისო საზაფხულო პროგრამის ფარგლებში ისინი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნობიან, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამის მონაწილეებს გამგზავრებამდე აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და კულტურის მინისტრები შეხვდნენ.