04 ივლ 2026
დიდი აურზაური და ნამდვილი დღესასწაული ხვალ იქნება. ეს კი გენერალური რეპეტიციაა.
თბილისი, ქუთაისი, თელავი და ხვალ უკვე ბათუმი, „ენის თავგადასავალში“ გადაეშვება. ბასტი-ბუბუ ხვალ პატარებს შემაჯამებელ ღონისძიებაზე ელოდება.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიმართ ინტერესი დიდია, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. გარდა ამისა, წარმოდგენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ბავშვთა სახლების და დღის ცენტრების 500 მდე ბენეფიციარია მოწვეული.
მუსიკალური სპეკტაკლი "ენის თავგადასავალი" ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 19 საათზე დაიწყება. წელს ღონისძიების მხარდამჭერი ბათუმის მერიაა.