04 ივლ 2026
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ჯარების მიერ კონსტანტინოვკის აღების შესახებ ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.
ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. დაამატა, რომ ასევე ესაუბრა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და გააცნო უკრაინისთვის მთავარი პრიორიტეტი - რაკეტები „პატრიოტის“ სისტემებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს რუსული ბალისტიკური თავდასხმებისგან თავდაცვა.
ცნობისთვის, რუსეთის არმიის გენშტაბმა გაავრცელა ცნობა, უკრაინის დონეცკის რეგიონში კონსტანტინოვკის დაკავების შესახებ. რუსული მედიის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ჯგუფის ერთ-ერთ დამხმარე პუნქტს ეწვია, სადაც მას „კონსტანტინოვკის განთავისუფლების შესახებ აცნობეს.“