04 ივლ 2026
ირანში ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია გრძელდება. ათიათასობით ადამიანი, თეირანში ხამენეის პატივსაცემად შეიკრიბა. უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონია კიდევ 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თეირანის შემდეგ ყოფილ სულიერ ლიდერს ჯერ ყუმში გადაასვენებენ , შემდეგ მეზობელ ერაყში, საბოლოოდ კი 9 ივლისს მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.