4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა

04 ივლ 2026

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. საზეიმო თარიღს აღნიშნავს ამერიკის საელჩო საქართველოში, სადაც დილიდან განსაკუთრებული სამზადისია.

ტერიტორიაზე მოეწყო ტრადიციული ამერიკული სტილის პიკნიკი. შეკრებილ 2 000-ზე მეტ სტუმარს ბარბექიუ, ცოცხალი მუსიკა და გასართობი აქტივობები დახვდა. შესრულდა საქართველოს და ამერიკის ჰიმნები. ღონისძიება საელჩომ ამერიკის სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით აღნიშნა, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბიზნესასოციაციის 270-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს. საზეიმო მიღება ტრადიციული ფოიერვერკით დასრულდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი ამბობს, რომ  საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა გაძლიერდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები.