ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორებში საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იგეგმება

04 ივლ 2026

ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორებში საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იგეგმება. აღნიშნულს ორ ქვეყანას შორის გუშინ გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს. ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ. შეთანხმებები მიღწეულია ელექტრონულ სანებართვო მოწმობებზე გადასვლასა და დერეფნის გამჭოლ ტარიფებზე, რამაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები უნდა გააღრმავოს.

მარიამ ქვრივიშვილი -  საქართველოს ეკონომიკისა და მსგრადი განვიტარების მინისტრი

საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც პორტი წლიურად სულ მცირე 600 000 საერთაშორისო სტანდარტის კონტეინერის გატარებას შეძლებს.

ლაზიზ კუდრატოვი - უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი

საერთაშორისო პარტნიორების ინტერესი გააძლიერონ კავშირები და ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი ღერძი  რეგიონში საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაა.

ილხომ მახკამოვი - უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვია, რომელიც ბიზნესსაქმიანობის მოცულობით ქვეყანაში პირველ ადგილზეა.