ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

05 ივლ 2026

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს. მისი თქმით, ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. უშაკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას. ამასთან, დაამატა, რომ რომ უკრაინაში ომის დასრულება აუცილებელია რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულფასოვანი განვითარებისათვის.