05 ივლ 2026
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჰააგაში იმყოფება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სესიაზე სიტყვით ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და მაია ბითაძე გამოვიდნენ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაასახელა.
მოსკოვსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება კი ოკუპაციის განმტკიცებისა და საქართველოს ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის მცდელობად შეაფასა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ „მოსკოვის მექანიზმის“ საკითხეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, ფაქტობრივ შეუსაბამობებს შეიცავს.