05 ივლ 2026
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად და ქვეყანა აგრძელებს რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას.
მაია ბითაძემ ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. მაია ბითაძემ ხაზი გაუსვა უპრეცედენტო გამოწვევებს, რომელთა შორისაც არის რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა და აღნიშნა, რომ ეს კრიზისი მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. როგორც მაია ბითაძემ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.