დღეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ტარდება

05 ივლ 2026

აბიტურიენტების შემდეგ საგამოცდო პროცესში მასწავლებლები ერთვებიან. დღეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებულია 3 ათას 600-მდე აპლიკანტი.  მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა სესიაზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი უნდა წარადგინონ.
გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია. ტესტის მაქსიმალური ქულა 54-ია, იმისთვის რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს გამოსაცდელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი _ 60 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს. ბარიერი კონკრეტულ გამოცდებსა და მიმართულებებზე განსხვავებულია. საგნის, უფროსი სპეციალური მაწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები 29 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.