05 ივლ 2026
დაავადებების ადრეული გამოვლენის მიზნით ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის კამპანია გრძელდება. ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია შიდსის და ჰიპერტენზიის მიმართულებით, უფასო კვლევები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ფართომასშტაბიან კამპანიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით, მარტიდან ახორციელებს და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ამ აქციის ფარგლებში ჩატარებული ყველა სახეობის სკრინინგის ჯამური რაოდენობა 50 ათასს აღემატება.