მიზანში სროლის ჩემპიონატი ნადირობის იმიტაციით

05 ივლ 2026

მიზანში სროლის ჩემპიონატი ნადირობის იმიტაციით - შეჯიბრში სხვადასხვა რეგიონიდან 35 მდე მოყვარული მსროლელი მონაწილეობდა. ჩემპიონატი, რომელიც აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული  ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ნადირობის კულტურის პოპულარიზაციას, უსაფრთხო მოპყრობის წესების დამკვიდრებასა და მსროლელთა სპორტული უნარების განვითარებას ისახავდა.