აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

05 ივლ 2026

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 250-ე წლისთავზე სიტყვით ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა. მიმართვისას დონალს ტრამპმა პატივი მიაგო ქვეყნის დამფუძნებლებს, რომლებმაც ბრიტანეთის წინააღმდეგ იბრძოლეს და ამერიკის დამოუკიდებლობას საფუძველი ჩაუყარეს. ტრამპის თქმით, ამერიკა დაბრუნდა და ის ქკვლავ დიდებულ ქვეყანად უნდა დარჩეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ საღამო სამხედრო ავიაციის გადაფრენითა და მასშტაბური ფოიერვერკით დასრულდა.