05 ივლ 2026
აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან კამანის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.