05 ივლ 2026
ოკუპაცია, გლობალური გამოწვევები და რეგიონის განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები - ამ და სხვა საკითხებზე გააკეთეს აქცენტი საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ჰააგაში, ეუთო-ს ყოველწლიურ ასამბლეა სიტყვით გამოსვლისას.
სხვადასხვა სესიაზე ქართველ პოლიტიკოსებს ჰქონდა შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყვნენ და ესაუბრათ გამოწვევებსა თუ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს.
პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარ კომიტეტზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ოკუპაციის პრობლემატიკაზე და რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე საუბრა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზეც, რომელიც მარტში გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პატრიცია გრჟებიკის მიერ 72 საათში მომზადებული დასკვნა შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. მისი შეფასებით, ანგარიშის საბოლოო ჭეშმარიტებად მიჩნევა არ შეიძლება.