06 ივლ 2026
მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშა. ნორვეგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი ერლინგ ჰალანდის ანგარიშზეა, რომელმაც პირველი გოლი თავურით 79-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 90-ზე – საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით.
მსაჯის მიერ დამატებულ მეათე წუთზე ნორვეგიის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ნეიმარმა გოლად აქცია – 1:2. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მერვედფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრებმა ერთ-ერთი მასპინძელი მექსიკა „აცტეკის“ სტადიონზე 3:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმის დასკვნითი ექვს წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გავიდა: ინგლისელები ჯუდ ბელინგემის დუბლით დაწინაურდნენ, რასაც მექსიკამ 42-ე წუთზე კინიონესის გოლით უპასუხა და პირველი ტაიმი ინგლისმა 2:1 მოიგო.
53-ე წუთზე ინგლისის ნაკრებს კუანსა გაუძევეს, თუმცა რამდენიმე წუთში მათ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჰარი კეინმა ზუსტად შეასრულა და ბრიტანელები კვლავ ორი ბურთით დაწინაურდნენ. რამდენიმე წუთში პენალტის დარტყმის უფლება უკვე მექსიკელებმა მოიპოვეს და ხიმენესმა სხვაობა კვლავ მინიმალური გახადა – 3:2 და როგორც აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მეოთხედფინალში ერთმანეთს ნორვეგია და ინგლისი დაუპირისპირდებიან. მატჩი 12 ივლისს გაიმართება.