06 ივლ 2026
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულა. შეხვედრა ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე გაიმართა, დაძაბული მატჩი ქართველების გამარჯვებით 91:89 დასრულდა.
მეორე პერიოდში ესპანელები 22 ქულითაც დაწინაურდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 83:83 დასრულდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
ოვერტაიმში ესპანეთი ხუთი ქულით დაწინაურდა, თუმცა კვლავ შენგელიამ იყოჩაღა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიამ 37 ქულა დააგროვა, რაც ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების რეკორდია.
მანამდე 36-36 ქულა ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს ჰქონდათ ჩაგდებული. მარკიზ რიდის, ანგარიშზეა 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა. „ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე 3 მოგებითა და 3 წაგებით გადავიდნენ. 4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ხუთი მოგება და ერთი წაგება.
მომდევნო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის პირველი სამეული B ჯგუფის - საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი, პირველ სამეულს დაუპირისპირდება. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები აგვისტოში, ნოემბერსა და 2027 წლის თებერვალში გაიმართება.