გამოცდის მიმდინარეობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქუთაისში გაეცნო

06 ივლ 2026

ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის  მიმდინარეობას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო. მინისტრმა საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.  

ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 1700-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გაგრილების სისტემებით, ხოლო მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.