პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“

06 ივლ 2026

კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტი – „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ დაიწყეს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით მედიააკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან.