06 ივლ 2026
რუსული ძალების მიერ კიევზე გვიან ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა სულ მცირე 46 პირი. კიევის მერის განცხადებით, რუსეთმა მასშტაბური თავდასხმისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ იერიშის დროს საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ განადგურდა.
ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები და ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.