აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ნატო-ს სამიტის ფარგლებში ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან

06 ივლ 2026

აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინისა და სირიის პრეზიდენტებს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ოთხშაბათს, 8 ივლისს გაიმართება. „როიტერი“ აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი და ზელენსკი ომის დასრულების გზებს განიხილავენ.

ასევე, წყარომ აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზი გაყინულია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი კონფლიქტის სასწრაფოდ შეჩერების აუცილებლობას ხედავს. 

გავრცელებული ცნობით,  ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი თურქეთში 7 ივლისს ჩავა სადაც პირველ შეხვედრას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს.