ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

06 ივლ 2026

საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-მდე მეხანძრე, 200 ერთეული ტექნიკა და ათამდე თვითმფრინავია ჩართული. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი - მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები. მასშტაბური ხანძარია ათენის დასავლეთით.

ხანძარს 210 მეხანძრე და მოხალისე სპეციალიზებული ავიატექნიკის გამოყენებით ებრძვის. ტყის ხანძარი მძვინვარებს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია  ჟირონაშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა თითქმის 2 200 ჰექტარი მოიცვა. პორტუგალიაში ვოსელას მუნიციპალიტეტში 2 ივლისს გაჩენილმა ცეცხლმა 12000 ჰექტარი მოიცვა.

პორტუგალიის მედიის ცნობით, ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ხანძრები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკიდურესი სიცხის შედეგად გაჩნდა.