06 ივლ 2026
„გოდოს მოლოდინში“ - ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 7 და 8 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება.
წარმოდგენა სამუელ ბეკეტის ამავე სახელწოდების პიესას ეყრდნობა, რომელიც აბსურდის თეატრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება.
რეჟისორი გიორგი ჩანკვეტაძე ამბობს, რომ სპექტაკლის მთავარი იდეა მოლოდინისა და იმედის თემას უკავშირდება. მისი განმარტებით, გოდო იმ იმედის სიმბოლოა, რომელიც არ მოდის, თუმცა ადამიანები მის მოლოდინს მაინც არ წყვეტენ. სპექტაკლში მოვლენები ერთი შეხედვით უმოქმედოდ იწყება, თუმცა სწორედ მოლოდინის პროცესში იშლება პერსონაჟების შინაგანი სამყარო, მათი განცდები და ადამიანური ურთიერთობები.